გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში
შენიშვნა: გაკვეთილი დაგეგმილია
ინტეგრირებული გაკვეთილის ფორმატში ქართულის მასწავლებელთან ერთად
სსიპ. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო
სკოლა
საგანი: ქართული
ენა, სამოქალაქო განათლება
პედაგოგი: ნანა არაბული,
რახმან მუსაევი
მიზნობრივი ჯგუფი: IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 13
ენის ფლობის დონე: A2+
(შენიშვნა: გაკვეთილი იგეგმება აზერბაიჯანულენოვანი
სკოლის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე, ამიტომ გასათვალისწინებელია ენის ფლობის დონე)
გაკვეთილის თემა: „ვირჩევთ პროფესიას“
(„სამოქალაქო განათლება“ მე-9 კლასი; ავტორები: ნინო ტალახაძე, თამარ ქალდანი და სხვები;
გამომცემლობა: „სიდი“ 2012 თავი მე-6-7 გვ.
22-26
(შენიშვნა: თემაზე მუშაობა მიმდინარეობს უკვე მე2 გაკვეთილია და მოცემული გაკვეთილი მოიცავს თემის
მე-2 ნაწილს, რაც გულისხმობს იმას, რომ 1-ლ გაკვეტილზე კლასმა მიზნების შესახებ უკვე
იმუშავა J გარდა ამისა, მე-2 ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს
დაწყვილებულ გაკვეთილზე)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ:
1.გაიგონ და გაიაზრონ შესასწავლი მასალა;
2.მოამზადონ პოსტერი: „ჩვენ კოლეგები ვიქნებით;“
3. ჩაებან დისკუსიაში (გამოხატონ და დაასაბუთონ თავიანთი
აზრი;
4. მოამზადონ პროექტი თემაზე: „ჩემი მომავალი პროფესია“
მუშაობის სოციალური ფორმები:
ფორუმი, ჯგუფური (წყვილში), ინდივიდუალური
რესურსები: სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ფლიფჩარტის
ფურცლები, მარკერები, ფერადი ფანქრები, ფერადი
ფურცლები, მაკრატელი, წებო, კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილი პირველი
გაკვეთილის მსვლელობა: I ფაზა
(გამოწვევა)
აქტივობა1. (მეთოდი: „გონებრივი
იერიში) მასწავლებელს კლასში შეაქვს ასოციცციური რუკა და ავსებინებს მოსწავლეებს (მუშაობის
სოციალური ფორმა: ფორუმი) დრო:5წთ.
|
პროფესია
|
აქტივობა
2. მოსწავლეებს ვთხოვ, ჩამოწერონ რიგის მიხედვით მათთვის ყველაზე მოსაწონი
პროფესია და სამი მათთვის ყველაზე მიუღებელი პროფესია;(მუშაობის სოციალური ფორმა: ინდივიდუალური)
დრო: 3წთ.
აქტივობა
3. ნამუშევრების ანალიზის საფუძველზე ვავსებთ ცხრილსLმუშაობის სოციალური ფორმა: ფორუმი) დრო: 2 წთ.
ყველაზე პოპულარული პროფესია
|
ყველაზე არაპოპულარული პროფესია
|
აქტივობა
4. მასწავლებელი სვამს სადისკუსიო კითხვას: რატომ მოხვდა
კონკრეტული პროფესია პოპულარულ პროფესიებში? რატომ მოხვდა კონკრეტული პროფესია არაპოპულარულ
პროფესიებში? (მუშაობის სოციალური ფორმა: ფორუმი) დრო: 8წთ.
(შენიშვნა:
დისკუსია შესაძლოა წარიმართოს მოსწავლეთა მშობლიურ ენაზე ყველა ენობრივი კომპეტენციის
მოსწავლის ჩართვის მიზნით;)
აქვე გთავაზობთ დისკუსიის შეფასების რუბრიკას:
III დონე (8-10 ქულა) |
II დონე (5-7 ქულა)
|
I დონე (1-4 ქულა)
|
|
მოსმენა
|
ყოველთვის უსმენს
და თვალყურს ადევნებს ორატორს
|
||
საუბარი
|
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ
გაგება
|
||
არავერბალური კომუნიკაცია
|
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და
გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
|
ხშირად
შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
|
იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს
|
მონაწილეობა
|
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო
კომენტარებითა და აზრების გამოთქმით
|
ძირითადად გამოხატავს ინტერესს. კომენტარები და
აზრები ყოველთვის არაა თემის
შესატყვისი
|
მცირე
ინტერესი აქვს. არ
გამოხატავს ან ვერ
უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
|
კოოპერაცია
|
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის
სხვებს აზრის გამოთქმას და
იცავს დისკუსიის წესებს
|
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ
ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს
დისკუსიის წესებს
|
იშვიათად თანამშრომლობს და
იცავს დისკუსიის წესებს
|
მოსაზრების არგუმენტირება
|
მოსაზრება ორიგინალურია და
გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
|
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო
ფაქტები და ცნებები
|
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და
არ არის გამყარებული ფაქტები
|
ფაზა
II
(პრეზენტაცია)
აქტივობა
5. მასწავლებელი არიგებს სტიკერებს და სთხოვს მოსწავლეებს,
დაწერონ რა პროფესიას აირჩევენ ისისნი მომავალში; შემდეგ აჯგუფებს პროფესიების მიხედვით
(მუშაობის
სოციალური ფორმა: ინდივიდუალური) დრო: 3წთ.
აქტივობა:6.
მეთოდი: „ორიენტირებული კითხვა“
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, წაიკითხონ საკითხავი
მასალა (მოსწავლის წიგნი გვ.24) და გახაზონ მათთვის უცნობი სიტყვები ფერად სტიკერებზე(მუშაობის
სოციალური ფორმა: ჯგუფური) დრო: 2წთ.
მასწავლებელი
მოსწავლეთა დახმარებით აკეთებს უცხო სიტყვათა ბანკს, იღებს ბანკიდან იღებს თითო სიტყვას
და განმარტავს კლასის დახმარებით; კონტექსტის საშუალებით ან მასწავლებლის მონაწილეობით
(მუშაობის სოციალური ფორმა: ჯგუფური და ფორუმი) დრო: 5-10წთ.
|
მაგ. მოქნილი
|
სინონიმი.......... ანტონიმი
წინადადება ტექსტიდან
აქტივობა 7.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, კიდევ ერთხელ წაიკითხონ საკითხავი მასალა და შემდეგ ტექსტის შესახებ სვამს კითხვებს, რათა დარწმუნდეს,
რომ ტექსტი ყველამ გაიგო.
(მუშაობის სოციალური
ფორმა: ფორუმი) დრო: 5წთ.
|
საზოგადოებრივი
აღიარების მოპოვების სურვილი
|
|
თანდაყოლილი
ნიჭი და უნარები
|
|
პროფესიის არჩევაზე გავლენას ახდენს
|
|
შეძენილი ცოდნა
|
|
საკუთარი პროფესიული
გეგმები
|
|
ავტორიტეტული
პირების შეხედულებები
|
და განიხილავს
ფორუმში კითხვების მეშვეობით: რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული
თავის პროფესიაში? როგორ გესმით საზოგადოებაში აღიარების სურვილი? თანდაყოლილი ნიჭი
და მონაცემები? და ა.შ.
ხომ არ დაამატებდით
რამეს მოცემულ სქემას?
(მუშაობის სოციალური
ფორმა: ფორუმი, ჯგუფური) დრო: 7 წთ.
გაკვეთილი მე-2
აქტივობა 9. მასწავლებელი
სთხოვს ჯგუფებს, ჩამოწერონ სქემის თითოეული ქვეპუნქტის შესახებ პირადი ინფორმაცია მაგ:
სურთ თუ არა საზოგადოებაში აღიარების მოპოვება და რატომ? რა პროფესიული გეგმები აქვთ?
რა იციან ამ პროფესიის შესახებ? როგორ ფიქრობენ რა მონაცემები აქვთ, რაც მათ მიერ არჩეულ
პროფესიას ჭირდება? თუ იცნობენ ვინმე ავტორიტეტულ პირს მათ მიერ არჩეულ პროფესიაში
და თუ მოახდინა მან გავლენა მათს არჩევანზე? და ა.შ.
(მუშაობის სოციალური
ფორმა:ინდივიდუალური, ჯგუფური.) დრო:10 წთ.
აქტივობა10. მასწავლებელი
უჩვენებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ
ვიდეორგოლს, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
საუბრობენ თავიანთ პროფესიაზე, წაიკითხონ საკითხავი
მასალა სახელმძღვანელოში (მოსწავლის წიგნი გვ. 25) და დაამუშაონ შემდეგ კი შეავსონ სქემა: (მუშაობის სოციალური ფორმა: ჯგუფური)
დრო: 10 წთ.
ვიცოდით
|
გავიგეთ
|
მინდა, ვიცოდე
|
ფაზა III რეფლექსია
აქტივობა 11.
მასწავლებელი
ურიგებს ჯგუფებს ფლიფჩარტის ფურცლებს და სთხოვს, შექმნან პოსტერი თემაზე „ჩვენ მომავალი
კოლეგები ვართ“
შენიშვნა: პოსტერზე
მუშაობის საორიენტაციოდ შესაძლოა, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს წინასწარ მომზადებული
კითხვარი:
1. სათაური;
თქვენი მომავლის დევიზი და ლოგო;
2. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია
(მოკლევადიანი, საშუალოვადიან და გრძელვადიანი მიზანი ამ პროფესიის არჩევის) ?
3. თქვენი
ნიჭი და უნარები, რაც ფიქრობთ, რომ წარმატებებს მოგიტანთ ამ პროფესიაში;რისი შეცვლა
მოგიწევთ, იმისთვის, რომ გახდეთ წარმტებული პროფესიონალი?
4. რა
გეგმები გაქვს შენს პროფესიასთან დაკავშირებით (რას შეცვლის ამ პროფესიაში შენი მოსვლა)
?
5. ვინ
არის თქვენთვის სამაგალითო ამ პროფესიის ადამიანთა შორის? რაში მიბაძავდი მას და რას
გააუმჯობესებდი?
6. რა
გინდა იცოდე კიდევ ამ პროფესიის შესახებ?
შენიშვნა:
საჭიროა, მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ კითხვარი მხოლოდ საორიენტაციოა და ყველა პუნქტის
დატანა პოსტერზე სავალდებულო არ არის; გარდა ამისა პოსტერი უნდა შექმნან მათთვის მისაღები
სახით: ნახატებით, წარწერებით, აპლიკაციით; დაყონ რუბრიკებად, ერთ სივრცეში მოათავსონ
ყველაფერი და ა.შ
(მუშაობის
სოციალური ფორმა: ჯგუფური) დრო: 15 წთ.
აქტივობა
12. პოსტერების პრეზენტაცია და შეფასება (განმავიტარებელი)დრო: 10წთ
შენიშვნა:
აქვე გთავაზობთ პრეზენტაციის შეფასების სქემას:
ელემენტარული
1 ქულა
|
მისაღები
2 ქულა
|
ოსტატური
3 ქულა
|
|
1 . მიზანი
|
არ არის
კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
|
ხდება ერთ
მიზანზე ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
|
2 . ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული, არ არის
იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი,
რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
|
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის
მარტივი, ზოგი გაუგებარი
|
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის
პროექტის ეფექტურობას
|
3. შინაარსის კორექტულობა
|
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
|
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი
ინფორმაციით
|
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და
მკაფიო
|
4. ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
|
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
|
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
|
5. კვლევა
|
|||
6. თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ
არის ჯგუფის მიერ შექმნილი
|
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
|
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
|
7. შემოქმედებითობა
|
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის
მხრიდან
|
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის
ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ
წარმოჩენაში
|
ჩანს ჯგუფის
ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა,
რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
8. კავშირები საგნებთან
|
არ ჩანს
ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
|
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან
ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
|
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც
მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე
|
9. დასკვნები
|
არ არის
ჩამოყალიბებული დასკვნები
|
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის
მკაფიო
|
დასკვნებში არის სიახლე
(ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებულია
|
10. პრეზენტაცია
|
ეფექტურად არ არის
წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს
აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა,
არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
|
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
|
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო
მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა
კითხვას
|
შენიშვნა:
მომდევნო გაკვეთილზე შესაძლოა, მასწავლებელმა სთხოვოს მოსწავლეებს დაწერონ ესე თემაზე: „ჩემი გადაწყვეტილება......... (იგივე დარჩა ან შეიცვალა) „
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გაკვეთილის თემა: გ. ტაბიძის ლექსი „ქარი ქრის“
მიზნობრივი ჯგუფი:
X-XI კლასი
ენის ფლობის დონე
ევროჩარჩოს მიხედვით: A2+
გაკვეთილის გლობალური მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ
ტექსტის გაგება-გააზრებას
I ფაზა-გამოწვევა
მიზანი: მოსწავლეებში გაიზრდება ინტერესი და ამაღლდება მოტივაცია; მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის
გასაგებად საკვანძო ლექსიკის გაგებას.
აქტივობა
1. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ფოტოებს და
სთხოვს, გამოთქვან ვარაუდი რა აკავშირებთ ერთმანეთთან ტექსტს და ფოტოს? (ფორუმში) დრო 3წთ.
აქტივობა
2. მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს სიმღერას
და სთხოვს გამოთქვან ვარაუდი ლექსის სათაურის შესახებ. (ფორუმი, ჯგუფური) დრო: 5წთ.https://www.youtube.com/watch?v=3koAHm_Xcwk
აქტივობა 3. მასწავლებელი დაფაზე
აკრავს იმ საკვანძო სიტყვებს და ფრაზებს, რაც ლექსის გაგებისთვის მნიშვნელოვანია და
განმარტავს კლასთან ერთად.
ქარდაქარ ;რკალად ხრის; გპოვებ; სახება;
ნისლიან ფიქრებს ცრის. (ფორუმი) დრო: 5წთ
|
გპოვებ
|
|
ჩემი აზრით
|
|
სინონიმი
|
|
ფრაზა ტექსტიდანნ
|
ფაზა II- პრეზენტაციის
ფაზა
დრო: 10 წთ.
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გაიგონ ტექსტი გლობალურად
აქტივობა 3. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მოისმინონ გურამ საღარაძის მიერ წაკითხულ ლექსს: „ქარი ქრის“ https://www.youtube.com/watch?v=l1zD4aGhDsI
; შეხედონ ილუსტრაციას და უპასუხონ მასწავლებლის
მიერ დასმულ შეკითხვებს:
1)
რა ტიპის ტექსტია?
2)
ვინ არის ავტორი?
3)
იპოვეთ დაწერის თარიღი
4)
თქვენი აზრით, რის შესახება არის საუბარი ტექსტში?
ფაზა III-სემანტიზირება (ტექსტის შინაარსის გაგება)
დრო:15 წთ. მუშაობის სოციალური ფორმა-ჯგუფური და ფორუმი
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ დაჭრილი ტექსტის აწყობას,
განსხვავების პოვნას სრულ და პირვანდელ ვერსიას შორის; საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების
გაგებას.
აქტივობა 4 მოსწავლეებს ვურიგებ ლექსის ამობეჭდილ ვერსიას
და ვთხოვ, იპოვონ განსხვავება ეკრანზე გამოტანილ სურათსა და ამობეჭდილ ვერსიას შორის
და მონიშნონ განსხვავება; (ჯგუფურად)
აქტივობა 5. მოსწავლეებს ვურიგებ დაჭრილ ტექსტს (შესაძლოა
კლასი დავყოთ ჰომოგენურ ჯგუფებად და დავალება გავანაწილოთ სირთულის მიხედვით) და ვთხოვ,
დაალაგონ თანამიმდევრულად.
აქტივობა 6. მოსწავლეებს ვთხოვ, ახსნან შემდეგი ფრაზები
(სიტყვიერად, ჟესტ-მიმიკით, მარტივი გრაფიკული გამოსახულებით) და წარმოადგინონ კლასში
·
ხეთა
ჯარს
რკალად
ხრის
·
ვერ
გპოვებ
ვერასდროს…
·
შენი
მე
სახება
დამდევს
თან
·
შორი
ცა
ნისლიან
ფიქრებს
სცრის…
აქტივობა 7. მოსწავლეებს ვურიგებ ტექსტს, სადაც გამოტოვებულია
აღნიშნული ფრაზები და ვთხოვ, ჩასვან საჭირო ადგილას. ჯგუფები ამოწმებენ ერთმანეთის
დავალებებს და ბოლოს კლასი ადარებს ამობეჭდილ ვარიანტს.
ფაზა IV -გავარჯიშება
დრო 7წთ. მუშაობის სოციალური ფორმა: ინდივიდუალური
აქტივობა 8. მოსწავლეებს ვთხოვ წაიკითხონ ან წარმოადგინონ
ლექსის ის მონაკვეთი, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ.
გაკვეთილზე კეთდება განმავითარებელი შეფასებები
II გაკვეთილი
Vფაზა-ტრანსფერი
აქტივობა1. ვკითხულობ ლექსს და ვთხოვ მოსწავლეებს, ახსნან,
რა ემოციას იწვევს ლექსი (რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ). 10წთ.
აქტივობა 2. დრო: 5წთ. მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად ინტერესთა
მიხედვით: მთარგმნელები, მხატვრები, ფოტოგრაფები, ჟურნალისტები, მუსიკოსები
მთარგმნელების ჯგუფს ვთხოვ, გადათარგმნონ და გარითმონ ლექსი;
მხატვრების
ჯგუფს ვთხოვ, დახატონ ლექსის სიუჟეტი;
ფოტოგრაფებს
ვთხოვთ, გადაიღონ ფოტოები ( როცა შესაძლებელია) ლექსის სიუჟეტის მიხედვით;
ჟურნალისტთა
ჯგუფს ვყოფთ ჟურნალისტებად და ლექსის ავტორებად; ჟურნალისტები ამუშავებენ კითხვებს
და იღებენ ინტერვიუს ლექსის ავტორთან; (შესაძლოა დიქტოფონით ჩაწერა.
მუსიკოსების ჯგუფს ვთხოვთ, შეურჩიონ მელოდია და იმღერონ,
ან თვითონ შექმნან მელოდია და იმღერონ.
(შესაძლოა, გაკეთდეს პატარა წიგნიც)
III გაკვეთილი
აქტივობა 1.
პროექტების პრეზენტაცია. მუშაობის სოციალური ფორმა- ჯგუფური; დრო: 25 წთ.
აქტივობა 2. დისკუსია შემდეგი კითხვების ირგვლივ: (ფორუმი;
დრო 10წთ)
1)
რომელი მონაკვეთის თარგმნა გაგიჭირდათ და რატომ?
2)
რომელი მონაკვეთის ილუსტრაცია/ფოტო შექმენით/გადაიღეთ და რატომ?
3)
რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ პროექტზე მუშაობის
დროს?
4)
რატომ შეარჩიე ეს მუსიკა? რატომ შეარჩიე ეს სტრიქონები
მისამღერად?
აქტივობა 3. მოსწავლეები ავსებენ სქემას: (ფორუმი; დრო: 10 წთ)
ვიცოდი
|
გავიგე(ვისწავლე)
|
მინდა, ვიცოდე
|
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გაკვეთილის გეგმის ფორმა
დრო
|
ფაზა
|
აქტივობის მიზანი
|
შემსწავლელთა აქტივობა
|
მუშაობის სოციალური ფორმები
|
სასწავლო მასალა, მედიები, დამხმარე
საშუალებები
|
მასწავლებლის აქტივობა
|
|
7წთ
|
I
ფაზა-გამოწვევა
|
მოსწავლეებში
მოტივაციის აღძვრა;
წინარე ცოდნის
გააქტიურება.
მოსწავლეები
შეძლებენ ფოტოსი და წარწერის შესაბამისობის
დადგენას
|
1.ავსებენ ასოციოგრამას
(იხ. დანართი 1)
2.მოსწავლეები
შეუსაბამებენ წამლისა და საჭმლის რეცეპტების ფოტოებს და წარწერას ერთმანეთს; (იხ.
დანართი 2)
|
ფორუმი
|
ფლიფჩარტის
ქაღალდი, მარკერი
|
1.მასწავლებელი
წინასწარ ამზადებს ასოციოგრამას და წერს მოსწავლეების ფრაზებს დაფაზე;
2. მასწავლებელი
სთავაზობს მოსწავლეებს ორ ფოტოს: წამლისა და საჭმლის რეცეპტის, და სთხოვს, შეუსაბამონ
ფრაზები (საჭმლის მომზადების რეცეპტი, წამლის რეცეპტი) ფოტოებს
|
|
7 წთ.
|
II ფაზა-პრეზენტაცია
|
მოსწავლეები
შეძლებენ მოსმენილი ტექსტის გაგებას გლობალურ დონეზე: ამოიცნობენ, რის შესახებ არის
ტექსტში საუბარი
A2/მოსმენა
შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ნელა და გარკვევით წარმოთქმული ტექსტის ძირითადი არსი, თუ ტექსტი საყოფაცხოვრებო საკითხებს ეხება.
|
მოსწავლეები
უსმენენ ვიდეორგოლს და გამოიცნობენ, რის შესახებ არის საუბარი
სწავლაში პრობლემების
მქონე მოსწავლეების ჯგუფი შემოხაზავს სწორ პასუხს „ვიდეორგოლი არის:
ა) წამლის რეცეპტი;
ბ) საჭმლის
რეცეპტი“. (იხ. დანართი 3)
სწავლაში ნაკლები პრობლემების მქონე მოსწავლეების
ჯგუფი პასუხობს მასწავლებლის კითხვას: რის შესახებ არის საუბარი ტექსტში?
სწავლაშო გაწაფული
მოსწავლეების ჯგუფი ასაბუთებს მოსაზრებას
|
ჯგუფური.
|
მასწავლებელი
ყოფს კლასს ჰომოგენურ ჯგუფებად; უხსნის დავალების პირობას; ურიგებს წინასწარ მომზადებულ
ტესტებს; ასმენინებს ვიდეორგოლს, ისმენს მოსწავლეთა ვერსიებს და დასაბუთებას; აფასებს
მოსწავლეებს ვერბალურად;
|
||
20წთ
(10წთ)
(10წთ)
|
IIIფაზა-
სემანტიზება:
|
მოსწავლეები შეძლებენ გაიგონ რა ინგრედიენტები
და ნივთებია საჭირო ხინკლის მოსამზადებლად;
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტში მოცემული ინფორმაციის თანამიმდევრობითდალაგებას
A2 მოსმენა
ნელა და
ძალიან გარკვევით ნათქვამი ტექსტის
მოსმენისას შემსწავლელს შეუძლია სიტყვებისა და მოკლე
წინადადებების გაგება.
შემსწავლელს შეუძლია გაიგოს ტექსტი, რომელიც მისთვის ნაცნობ
თემებს ეხება.
|
1.მოსწავლეები
ისმენენ ტექსტს და მოსმენის პროცესში მონიშნავენ ცხრილში საჭირო ინფორმაციას (1-ლი მონიშნავს საჭირო ინგრედიენტებს; მე-2 საჭირო
ჭურჭელს; მე-3 გამოყენებულ ზმნებს) (იხ. დანართი 4/1,2,3)
2. მოსწავლეები
შეავსებენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ ცხრილს (წყვეტილის ფორმებს გადაიყვანენ
II კავშირებითში) (იხ. დანართი 5)
3.სწავლაში
პრობლემების მქონე მოსწავლეების ჯგუფი ალაგებს აბზაცებად დაჭრილ ტექსტს თანამიმდევრულად; სწავლაში ნაკლები პრობლემების მქონე მოსწავლეების
ჯგუფი ალაგებს წინადადებებად დაჭრილ ტექსტს თანამიმდევრულად
(იხ. დანართი
6)
სწავლაში გაწაფული
მოსწავლეების ჯგუფი აღადგენს ტექსტს დამოუკიდებლად. (იხ.დანართი 7)
|
ინდივიდუალური
ჯგუფური
ფორუმი
|
ცხრილები მოსასმენი ტექსტი;
დაჭრილი ტექსტი;
მზა ტექსტი
|
მასწავლებელი
ურიგებს ცხრილებს მოსწავლეებს; აძლევს საჭირო ინსტრუქციებს; კოორდინირებას უწევს
მოსწავლეთა მუშაობას;
|
|
10წთ
|
IVფაზა-გავარჯიშება
|
მოსწავლეები შეძლებენ
კითხვებზე პასუხის გაცემას ტექსტის ირგვლივ
|
მოსწავლეები
პასუხობენ მასწავლებლის კითხვებს (იხ. დანართი 8)
|
ჯგუფური
|
დაჭრილი /ნაკლული
ტექსტი, ილუსტრაციები
|
მასწავლებელი
ურიგებს დაჭრილ ტექსტს/ ილუსტრაციებს და ნაკლულ ტექსტს მოსწავლეებს; აკვირდება მუშაობის
პროცესს, აკეთებს შეფასებას.
|
|
მე-2 გაკვეთილი
30წთ
|
Vფაზა
ტრანსფერი
|
მოსწავლეები
შეძლებენ საჭმლის რეცეპტის დაწერას
A2 მოსმენა
შემსწავლელს შეუძლია ნაცნობი თემების შესახებ მარტივი ტექსტების შედგენა,
|
სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეები ანაწილებენ ცხრილში ხაჭაპურის რეცეპტს
(იხ. დანართი 9)
სწავლაში ნაკლები
პრობლემების მქონე მოსწავლეები-მასწავლებლის მიერ მიცემულ ხაჭაპურის რეცეპტში
საწყისის ადგილას სვამენ მე-2 კავშირებითის ფორმებს და გადაწერენ ტექსტს
სწორი ფორმით იხ. დანართი 10)
სწავლაში გაწაფული
მოსწავლეები დაწერენ ნაციონალური კერძის
რეცეპტს მოცემული სტრუქტურის მიხედვით (იხ. დანართი 11) და გააკეთებენ პრეზენტაციას
|
ინდივიდუალური
|
ხაჭაპურის რეცეპტი;
მზა ტექსტი.
|
მასწავლებელი
კოორდინირებას უწევს მოსწავლეების პრეზენტაციის პროცესს; აკეთებს განმსაზღვრელ შეფასებას
|
ჯგუფი / დონე:
__მე-6დონე
(გაკვეთილის)
გლობალური მიზანი: კულინარული რეცეპტის მოსმენა, გაგება და მსგავსი ტიპის
ტექსტის შექმნა
(ევროჩარჩოსთან შედარება და მონიშვნა) A2
ძალიან მაგარი გოგო ხარ .წარმატებები და წინსვლა შენს საქმეებში ჩემო კარგო . დიდ საქმეს აკეთებ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს .
ReplyDelete